LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ასათიანის აღმოჩენა – ვინ არის ახალი თოქშოუ „ანფასის“ წამყვანი

127

Ardaidardo.Ge

3 მაისიდან „მარაო რუსთავი 2“-ის ეთერში ახალი თოქშოუ აიღებს „სტარტს“. „ანფასი“ ცნობილ ადამიანებთან ტეტ-ა-ტეტ ინტერვიუებს მოიცავს, ასევე ახალი სიმღერებისა და მუსიკალური კლიპების პრეზენტაციასაც ნახავთ. მოკლედ, ყველაფერი ახალი და საინტერესო სწორედ ამ გადაცემაში მოიყრის თავს.


ნუკა ორჯონიკიძე მაია ასათიანის აღმოჩენა გახლავთ. სწორედ „პროფილის“ ავტორის იდეა იყო, ნუკასთვის ახალი თოქშოუს წაყვანა შეეთავაზებინა…

„ფორტუნას“ საიტმა „ანფასის“ წამყვანი გადაცემის პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაწერა და ფოტოსესიაშიც გადაიღო…


ნუკა ორჯონიკიძე:


მაია  ასათიანი ნახევარი წლის წინ გავიცანი, როდესაც „მარაოში“ მოვედი სამუშაოდ, გადაცემა „სელფი“ ჩამაბარეს. ახალი წლის წინა პერიოდში შემომთავაზა საავტორო გადაცემის გაკეთება. ძალიან შევშინდი. მაიას ვკითხე, რატომ ეგონა, რომ ამას შევძლებდი. მან შეძლო იმის დანახვა ჩემში, რაც თავად არ მქონდა აღმოჩენილი. ვუთხარი, რომ ამას არასდროს დავივიწყებ. მიუხედავად იმისა, რომ მაქვს სატელევიზიო გამოცდილება და ვმჯდარვარ პირდაპირ ეთერში, საავტორო გადაცემის კეთება, სადაც დიდი წილი საქმისა შენზე მოდის, წარმოუდგენლად მეჩვენებოდა.

შემიძლია იმის თქმა, რომ მაიას გადავაფიქრებინე სტუდიის გაკეთება. მივიჩნიე, რომ ჩემი ასაკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგი იქნებოდა გარეთ გასვლა და სტუდიის სხვაგან მოწყობა. სხვა მიზეზებთან ერთად, „ანფასი“ იმიტომაც გამოდის განსხვავებული, რომ გალერეა „ახუნდოვში“ მოწყობილი სტუდია განსაკუთრებულია. იხილეთ სრულად (ფოტოგალერეა)…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები