LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორტი დაინიშნენ (ფოტოები)

50

ჭორები იმის შესახებ, რომ მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორტი დანიშნულები არიან, უკვე დიდი ხანია დადის. თუმცა, ამ ყველაფრის ფოტოდადასტურება მხოლოდ ახლა გამოქვეყნდა: პაპარაცებმა მაილი ნიუ-იორკის აეროპორტში შეამჩნიეს, სადაც აქცენტი არა მის დიდ ტვირთზე, არამედ ნიშნობის ბეჭედზე გაკეთდა, რომელიც ლიამმა ჯერ კიდევ წინა რომანის დროს აჩუქა. ამ დროისთვის არცერთი მხრიდან ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.

შეგახსენებთ, რომ მაილი საირუსმა და ლიამ ჰემსვორტმა ურთიერთობა 2015 წლის ბოლოს აღადგინეს. წყვილმა საშობაო არდადეგები ლიამის ოჯახთან ერთად ავსტრალიაში გაატარა. მაილის იმდენად მოეწონა დასვენება საყვარელ მამაკაცთან ერთად, რომ რამდენიმე კონცერტი გადადო კიდეც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები