LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაილი საირუსის გულწრფელი ინტერვიუ

36

მაილი საირუსი ბრიტანული Elle-ის გარეკანზე გამოჩნდა და გულწრფელი ინტერვიუც მისცა ჟურნალს, სადაც მან პირად ცხოვრებაზე და პოლიტიკაზე ისაუბრა. ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი კითხვა, რომელზეც მუსიკოსს პასუხის გაცემა მოუწია, მისი და Victoria’s Secret-ის მოდელის სტელა ლაქსველის ურთიერთობა იყო. ”მე 22 წლის ვარ, ხშირად ვიცვლი სტილს და რა თქმა უნდა ძალიან ბევრს ვხვდები! მე პანსექსუალური ვარ და ყველასთვის გახსნილი, თუმცა ახლა არავისთან მაქვს ურთიერთობა”, – აღიარა მუსიკოსმა

როგორც აღმოჩნდა, საირუსს არა მარტო საკუთარი სტატუსის, არამედ გენდერული კუთვნილების განსაზღვრაც არ უნდა. ”მე არ მივაკუთვნებ საკუთარ თავს არც მამაკაცებს, არც ქალებს. ვიცი, რომ ბევრად უფრო ექსტრემალი და თამამი ვარ, ვიდრე ბიჭები არიან, მაგრამ ეს მე მამაკაცად არასდროს მაქცევს. შეიძლება ვარდისფერი კაბა ჩავიცვა, იმიტომ რომ ეს ფერი მომწონს, შეიძლება ნამცხვრები გამოვაცხო, მერე კი, ჰოკეის სათამაშოდ წავიდე”, – აღნიშნა საირუსმა.

2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები