LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ზამბახიძის ახალი კლიპი შვილის დაწერილ სიმღერაზე

226

მაკა ზამბახიძე თავის პირველ სოლოსიმღერაზე კლიპს საზოგადოებას მალე წარუდგენს. ის უკვე მონტაჟდება. მომღერალს ახალი სიმღერა შვილმა, სალომე ჩიტაძემ დაუწერა მაშინ, როდესაც 12 წლის იყო. ტექსტის ავტორი გიორგი არჩვაძე გახლავთ. სიმღერის პრემიერა ჯერ არსად არ ყოფილა. კლიპს მაკა ზამბახიძე ერთ-ერთ ტელეშოუში შემოდგომაზე წარადგენს.

მაკა ზამბახიძე:

კლიპის გადაღებები ორ დღეს მიმდინარეობდა, სხვადასხვა ლოკაციაზე და უკვე დასრულდა, ახლა მონტაჟი მიმდინარეობს. ჩემს იმიჯზე, ლოკაციების შერჩევაზე, კლიპის რეჟისურაზე დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა იზრუნა. ძალიან კომფორტულად მაგრძნობინა თავი. მართალია, ცოტა ამინდმა შეგვიშალა ხელი, გაწვიმდა, მაგრამ მერე ესეც ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენეთ და კლიპში წვიმის კადრები ჩავრთეთ.

სიმღერაზე რას გვეტყვი?

ჯერ სათაური არ მაქვს მოფიქრებული, ჩემმა შვილმა, სალომემ დაწერა, როდესაც 12 წლის იყო. ახლა 14 წლისაა. რომანტიკული სიმღერა გამოვიდა.

ფაქტობრივად, ეს შენი პირველი სოლოსიმღერა და კლიპი გამოდის, არა?

კი, ნამდვილად ასეა. სხვადასხვა შოუში თუ კონცერტებზე ადრეც მიმღერია მარტოს სიმღერები, მაგრამ ეს ჩემი სავიზიტო ბარათი იქნება, როგორც სოლოშემსრულებლის. პირადად ჩემთვის დაიწერა (იღიმის).

 

maka klipi

 

maka zambakhidze

 

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები