LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალიორკაზე ტურისტებს ქვიშისგან კოშკების მშენებლობისთვის დააჯარიმებენ

16

ესპანურ კუნძულ მალიორკაზე კალვიას მუნიციპალიტეტის მთავრობამ ტურისტებს ”ქვიშის კონსტრუქციების” მშენებლობა აუკრძალა. ის, ვინც აკრძალვას არ დაემორჩილება, ასი ევროთი დაჯარიმდება.

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციამ 109 დარღვევის ჩამონათვალი შეადგინა, რომელმაც კუნძულზე წესრიგი უნდა დაამყაროს. აკრძალვა ეხება ყვავილების მოკრეფას, საზოგადოებრივი შადრევნებიდან წყლის დალევას და ჭუჭყიანი წყლის ხეებისთვის მისხმას. პრესაში წერენ, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები უკმაყოფილოები არიან და ამბობენ, რომ მთავრობა მეორე რიგის პრობლემებით არის დაკავებული და უყურადღებოდ ტოვებს სიტუაციას პროსტიტუციასა  და თაღლითობაზე.

მალიორკის იმიჯის გაუმჯობესების კამპანია კალვიის მთავრობამ 2014 წელს დაიწყო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები