მალტის ხელისუფლებამ დაიწყო ახალი პროგრამა, რომელიც ახალგაზრდა მშობლებს სტრესთან გამკლავებაში უნდა დაეხმაროს. ინიციატივის ფარგლებში – როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ ფორმატში. სიახლის შესახებ UM Newspoint წერს.
სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ბავშვის გაჩენის პერიოდი – ორსულობიდან პირველ წლამდე – ძლიერი ემოციური სტრესით ხასიათდება. პროფესიონალური დახმარების თხოვნა მათივე თქმით, არ არის სისუსტის ნიშანი, არამედ პირიქით – ზრუნვისა და პასუხისმგებლობის გამოხატულებაა.
კვლევების თანახმად, მალტაზე ყოველი მეხუთე ქალი და მამაკაცთა 15% ორსულობის ან ახალშობილობის ეტაპზე შფოთვით აშლილობებს განიცდის.
საინტერესოა, რომ პროექტი დაწყებამდე რამდენიმე ოჯახზე დატესტეს და თანამედროვე მიდგომამ დიდი მოწონება დაიმსახურა. ექსპერიმენტში მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სწორედ იმ დროს მიიღეს მხარდაჭერა, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.