LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალტაზე შესაძლებელი იქნება ისეთი ტაქსის გამოძახება, რომლის მძღოლიც მალტურად საუბრობს

124
მალტაზე შესაძლებელი იქნება ისეთი ტაქსის გამოძახება, რომლის მძღოლიც მალტურად საუბრობს

მალტის ტაქსის ოპერატორი ახალ სერვისს ამზადებს – შესაძლებელი იქნება მანქანის ისეთი მძღოლით შეკვეთა, რომელიც მალტურად საუბრობს.

გადამზიდავ კომპანიას ჯერ არ დაუზუსტებია, თუ როგორ იმუშავებს ახალი ფუნქცია და იმოქმედებს თუ არა სიახლე მგზავრობის ღირებულებაზე. ამასთან, ბევრმა ადგილობრივმა სოც-ქსელებში უკვე გამოთქვა თავისი მოწონება ამ ინიციატივის შესახებ.

მალტური ენა  – ქვეყნის ოფიციალური ენაა, ინგლისურთან ერთად და ევროკავშირის ერთ-ერთ ოფიციალურ ენადაც ითვლება. მალტის მოსახლეობის დიდი ნაწილი ორენოვანია. თუმცა, მოსახლეობის ბოლო აღწერის დროს დადგინდა, რომ 10 წლამდე ბავშვების მეოთხედი  თავის მშობლიურ ენად ინგლისურს თვლის, ეს მაშინ როცა 60 წელზე უფროს მოსახლეობას შორის ეს მაჩვენებელი 5%-ზე უფრო ნაკლებია.

ევროპის ქვეყნები მშობლიურ ენასთან დაკავშირებულ პრობლემებს განსხვავებულად წყვეტენ. მაგალითად, ესპანეთის პარლამენტში დეპუტატებს დებატებში მონაწილეობის მიღება კატალონიურ, ბასკურ და გალისიურ ენებზეც შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები