LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა 7 წლის შვილს Playstation-ს დაპირდა, თუ სამჯერ ხარიხას მოარტყამდა (ვიდეო)

108
2624238-54307470-2560-1440

ბრიტანული ბირმინგემის 34 წლის მაცხოვრებელი კრის ჩარლზი შვილთან ერთად ვარჯიშზე იყო. უცებ მან თქვა, რომ 7 წლის ფაბიანი მოედანზე დარჩენილ სამ ბურთს ხარიხას ვერ მოარტყამდა.

ბავშვმა გამოწვევა მიიღო.

გადამწყვეტი მესამე დარტყმის წინ მამა თქვა, რომ თუ ბიჭი მესამედაც მოარტყამდა ძელს, საჩუქრად Playstation 5-ს მიიღებდა. გამორბენის წინ მამას გულმა ცუდი უგრძნო: „არ გააკეთო ეს, არ გააკეთო“, მაგრამ ფაბიანმა მაინც მოარტყა და ყვირილით მივარდა მამას.

ფაბიანი „სტოკის“ აკადემიაში დადის და U-8 თამაშობს.

Playstation 5-ის გამოსვლას 2020 წელს ელოდებიან.

View this post on Instagram

Dad owes me a PlayStation 5 ??⚽️?❤️

A post shared by Fabian Charles (@fab_charles10) on

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები