როგორც აღმოჩნდა, მამაკაცებს უფრო ცუდი მეხსიერება აქვთ, ვიდრე ქალბატონებს, რადგან მათთვის ბევრად უფრო რთულია სახელების, თარიღების და რიცხვების დამახსოვრება, ვიდრე სუსტი სქესის წარმომადგენლებსთვის.
ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის ექსპერტების კვლევის წყალობით, რომელშიც 50 ათასზე მეტმა 20 წელს გადაცილებულმა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა, დადგინდა, რომ მამაკაცის მეხსიერებას უფრო უჭირს ნებისმიერი ზუსტი ინფორმაციის, მათ შორის სახელების (86,5 %) და თარიღების (74,9%) ათვისება, ვიდრე ქალისას.
მეცნიერები სერიოზულად დაინტერესდნენ ამგვარი შედეგით და ახალი კვლევა წამოიწყეს, მანამდე კი, მამაკაცის გულმავიწყობის რამდენიმე ვერსია გამოთქვეს, რომელთა შორის მთავარი მავნე ჩვევები – თამბაქო, ალკოჰოლი და ავადმყოფობები – გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ჰიპოდინამია და ჭარბი წონა დასახელდა, რადგან სწორედ ეს დაავადებები (სხვათაშორის, მამაკაცები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალბატონები) იწვევენ თავის ტვინში სისხლძარღვების მიკროდაზიანებას და მეხსიერების დაქვეითებას. არანაკლებ მნიშვნელოვანია ოჯახური მდგომარეობაც – გამორიცხული არაა, რომ დაქორწინებული მამაკაცები მიეჩვივნენ მეუღლის მეხსიერების იმედზე ყოფნას და თავს აღარ იწუხებენ გონების ზედმეტი დაძაბვით.