როგორც ჩანს ამიერიდან ქალბატონების მომავალი საკმაოდ მშვიდი და უდარდელი იქნება, რადგან მეცნიერებმა ერთგულების ვაქცინა გამოიგონეს.
იმისათვის, რომ მამაკაცებმა თვალი სექსუალურად ჩაცმულ გოგონებს არ გააყოლონ, საკმარისია მხოლოდ ერთგულების ვაქცინა გავუკეთოთ, რომელსაც, როგორც მეცნიერები ამბობენ, უკუჩვენება არ ახასიათებს და აძლიერებს სიყვარულს მისი პარტნიორის მიმართ.
როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ვაქცინა მოხალისეებზე უკვე გამოსცადეს და შედეგებმა აჩვენა, რომ მამაკაცები რომლებიც მოიხმარდნენ ერთგულების ვაქცინას, მომხიბვლელი ქალბატონების გარემოცვაში საკმაოდ თავშეკავებულები იყვნენ, არ პასუხობდნენ მათ მიერ წამოწყებულ ინიციატივებს და მათგან თავს შორს იჭერდნენ.
ახალი გამოგონება ქალბატონებს აძლევს საშუალებას მშვიდად იყვნენ მაშინაც კი, როდესაც მათი მამაკაცი სახლში ძალიან გვიან ბრუნდება. თუმცა, იბადება კითხვა: არიან თუ არა მამაკაცები მზად იმისთვის, რომ გაიკეთონ ვაქცინა და ამით საკუთარ თავს აიძულონ წუთიერ ბედნიერებაზე უარი თქვან. ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს…