LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცებს არ მოსწონთ, როცა ქალს მუქი ფერის ტუჩის საცხი უსვია

26

ფსიქოლოგები დაინტერესდნენ, თუ რა არის ის მთავარი მახასიათებლები, რომლებიც მამაკაცებს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში იზიდავთ. ამ საკითხს როჩესტერის უნივერსიტეტის სპეციალისტები რამდენიმე თვის განმავლობაში იკვლევდნენ და დაადგინეს, რომ მამაკაცებს ხშირად უცნაურობები მოსწონთ.

მაგალითად, მათი აზრით, განსხვავებული, არაორდინალური მაკიაჟის მქონე გოგონები ძალიან მომხიბვლელები არიან. ასევე, მათი ყურადღების ცენტრში ხვდებიან ის მანდილოსნები, ვინც მუქი ფერის ტუჩის საცხს არ ატარებს. რაც შეეხება წითელ ფერს, მამაკაცებს ძალიან მოსწონთ, თუკი ქალის სამოსში ეს ფერი ურევია, რადგან ამ დროს მიმზიდველობა ერთი-ორად იზრდება. და ბოლოს, სასურველია, თუკი სუსტი სქესის წარმომადგენელს მაღალი და გამოკვეთილი ხმის ტემბრი ექნება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები