LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცი ახალშეძენილ ცოლს ქორწილში გაჟღერებული სიმღერის გამო დაშორდა

166
3-Bride-and-groom-kiss-at-their-wedding-reception

მამაკაცი ცოლს მას შემდეგ დაშორდა, რაც პატარძალმა ქორწილში ერთ-ერთ სიმღერაზე იცეკვა და ორ ოჯახს შორის დიდი დაპირისპირება გამოიწვია.

შემთხვევა ბაღდადში მოხდა და წყვილმა ფაქტობრივად, ქორწინების ხანგრძლივობის მაჩვენებლით ახალი რეკორდი დაამყარა.

როგორც გამოცემა Mirror, ადგილობრივ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით წერს, პატარძალმა სირიულ სიმღერაზე Mesaytara-ზე იცეკვა. ამ სიმღერის ტექსტი კი ასე ჟღერს: „მე დომინანტი ვარ, ჩემი მითითებებით გმართავ, გაგაგიჟებ თუკი ქუჩაში სხვა გოგოს შეხედავ…”

მაშინ, როცა დედოფალი ამ სიმღერაზე დიდი სიამოვნებით ცეკვავდა, სიძის ოჯახი უკმაყოფილებას გამოთქვამდა და საბოლოოდ ყველაფერი ოჯახური დაპირისპირებით დასრულდა.
წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები