LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცის საზაფხულო გარდერობის 10 წესი

459

მართალია, სხვა სეზონებთან შედარებით ზაფხულში მინიმალურ ტანსაცმელს ვატარებთ, მაგრამ ქუჩაში გასვლის წინ მაინც გვიხდება გარკვეული არჩევანის გაკეთება. გარდა ამისა, ზაფხული საუკეთესო პერიოდია საკუთარი ფიზიკური ღირსებების დემონსტრირებისთვის. მთავარია, გაითვალისწინოთ 10 მარტივი წესი, რომელიც მოხერხებული და მოდური საზაფხულო კოლექციის შექმნაში დაგეხმარებათ.

 

 

 

 

 

* იპოვეთ თქვენი აქსესუარი

მამაკაცის საზაფხულო სტილი ნაკლებად პრეტენზიულია, ვიდრე ქალის. ქალბატონებს მოკლე კაბის და სარაფნის, მსუბუქი და ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება შეუძლიათ, მამაკაცების არჩევანი კი, მხოლოდ მაისურით და მოკლე შარვლით იფარგლება. მრავალფეროვნების შეტანა საკუთარ გარდერობში სწორი აქსესუარის შერჩევით, მაგალითად ტყავის ჩანთით ან მოდური ქუდით შეგიძლიათ.

slide23952

* მეტი ფერი

მამაკაცების უმრავლესობა ჩვეულებას არც ზაფხულშიც ღალატობს და მხოლოდ შავი და ლუჯი ფერის ტანსაცმლით კმაყოფილდება. თუ გსურთ ამ ზაფხულს მაინც გამოიყურებოდეთ მოდურად, დაუმატეთ თქვენს გარდერობს ნათელი ფერები და თამამად მოირგეთ სხვადასხვა ფერის მაისურები და შარვლები, სპორტული ფეხსაცმელი და კეპები.

slide23953

* კანის დაცვა

ზაფხულის მცხუნვარე მზე მამაკაცის უხეშ კანსაც ზუსტად ისე ვნებს, როგორც ქალბატონის ნაზ კანს. პრობლემების თავიდან ასაცილებლად შეიძინეთ მაღალი ხარისხის მზისგან დამცავი საცხი, რომელიც კანსაც დაიცავს და გარშემომყოფებსაც გააკვირვებს თქვენი თანაბარი რუჯით.

slide23954

* ზაფხულის არომატი

ზამთრის და ზაფხულის პარფიუმი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. თუ ჯერ არ გადასულხართ მსუბუქ და გრილ არომატზე, შეიძინეთ ახალი პარფუმი და აუცილებლად გააკვირვებთ თქვენს რჩეულს.  

slide23955

* თხელი მაისური

თხელი მაისური თანამედროვე მამაკაცის საზაფხულო სტილის მთავარი ელემენტია. მაისურზე უკეთესი მოდის კანონმდებლებს ჯერ არაფერი მოუფიქრებიათ. ასე რომ, ნახეთ უკვდავი ფილმი “ტრამვაი სახელად “სურვილი” და გაითვალისწინეთ ყველა დროის სექს-სიმბოლოს მარლონ ბრანდოს ჩაცმის სტილი.   

slide23956

* შაბლონის გამოყენება

ტანსაცმლის შერჩევისას ზედმეტი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, გამოიყენეთ მზა შაბლონი. გადახედეთ საყვარელი ბრენდის ლუქბუქს და სწორედ მისი დახმარებით შეადგინეთ თქვენთვის  სასურველი კომპლექტი.   

slide23957

* ვარცხნილობა

ჰკითხეთ ქალბატონს, რას აქცევს მამაკაცის გარეგნობაში ყურადღებას და გრძელ ჩამონათვალში ერთ-ერთ პირველს თმის ვარცხნილობას მიიღებთ. მოვლილი და მოდურად შეჭრილი თმა, როგორც ყოველთვის, ამ სეზონზეც მამაკაცის გემოვნების მთავარი განმსაზღვრელია.  

slide23958

* თეთრი ტილოს პერანგი

ზაფხულის ცხელ დღეებში მსუბუქი თეთრი პერანგი უბრალოდ შეუცვლელია. მისი ჩაცმა სამსახურშიც შეგიძლიათ და ქალაქგარეთ გასეირნების დროსაც. მართალია, სელი ადვილად იჭმუჭნება, მაგრამ ის ნებისმიერ სტილს და მამაკაცს უხდება.

slide23959

* “შლოპანცები”

მართალია, “შლოპანცები” იმდენად მოხერხებულია, რომ ზაფხულში მისი ტარება ყველგან და ყოველთვის გინდათ, მაგრამ ის მხოლოდ ზღვას და სანაპიროს უხდება. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში უპირატესობა მსუბუქ დახურულ ფეხსაცმელს, თუნდაც კედებს მიანიჭეთ.

slide23960

* მსუბუქი კოსტიუმი

ტიკლოს პიჯაკი ნაკლებად ცხელ დღეებში გამოგადგებათ ანუ მაშინ, როცა საკმაოდ გრილა, თუმცა თბილ ტანსაცმელზე გადასვლა ჯერ კიდევ ადრეა.

slide23961

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები