გერმანელმა მამაკაცმა 2 „სმარტი“ მხოლოდ იმიტომ შეიძინა, რომ მეზობლებს მისი სადარბაზოს შესასვლელი აღარ ჩაეკეტათ. დუსელდორფის მკვიდრმა პარკინგთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად საკმაოდ უცნაური მეთოდი მოიფიქრა. მან ორი სითი-ქარი Smart იყიდა და ავტოფარეხთან ისე დააყენა, რომ მათ სიახლოვეს სხვა ავტომობილები ვეღარ გაჩერდებიან. მართალია, ავტომოყვარულის ასეთი გადაწყვეტილება ბევრ ადამიანს არ მოეწონა, თუმცა მას კანონი არ დაურღვევია ამიტომ მეზობლებს არაფერი შეუძლიათ.
აღსანიშნავია, რომ „სმარტებმა“ ტერიტორია მხოლოდ ერთხელ დატოვეს და ისიც რეგისტრაციის ნომრის ასაღებად.