LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცმა მატარებლის ბილეთის ნაცვლად ავტომობილი იყიდა

38

ბრიტანელმა მამაკაცმა მატარებლის ბილეთის ნაცვლად ავტომობილი იყიდა და თან ფულიც დაზოგა. ტომ ჩერჩმა მანქანა მხოლოდ ერთი მგზავრობისთვის შეიძინა. მამაკაცი მეგობრის მოსანახულებლად ბრისტოლიდან ლონდონში უნდა წასულიყო. ამისთვის მას 160 კმ მატარებლით უნდა დაეფარა, მგზავრობის ღირებულება კი 218 ფუნტი სტერლინგი იყო. წასვლასა და უკან დაბრუნებას ბუნებრივია, ორჯერ მეტი თანხა – 436 ფუნტი დასჭირდებოდა, ამიტომ ტომმა გადაწყვიტა სხვა გამოსავალი ეპოვა. შედეგად მან 1997 წლის Honda civic იყიდა, მასში მხოლოდ 206 ფუნტი გადაიხადა, საწვავიც ჩაასხა და ხურდა ფულიც კი დარჩა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები