მამობისთვის საუკეთესო ასაკი 30-დან 40 წლამდეა. სპეციალისტებმა ჩაატარეს საკმაოდ საინტერესო კვლევა, რათა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად იდეალური ასაკი დაედგინათ. აღმოჩნდა, რომ მამაკაცების შემთხვევაში შვილის გაჩენა ყველაზე მეტად რეკომენდირებული 30 წლის შემდეგაა. მიზეზი კი ისაა, რომ ამ დროს ადამიანი შედარებით უფრო სტაბილურია. როგორც წესი, აქვს სამსახური, შემოსავალი და გარდა ამისა, ამ ასაკის მამაკაცებს ყველაზე ჯანმრთელი ბავშვები უჩნდებათ.