LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამულიჩა ავთანდილის ჩვენებაზე ორ ცოლთან ერთად მივიდა

62

„მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული“ ავთანდილის ჩვენებით გაიხსნა. რასაკვირველია, ახალი კოლექციის ჩვენებას უამრავი ცნობილი სახე დაესწრო, მათ შორის, ბევრი ავთო ცქვიტინიძის ბრენდს ხშირად ატარებს. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ლელა წურწუმია, რომელიც ავთანდილის იარლიყით დამშვენებულ სამოსში არცთუ იშვიათად ნახავთ.  

ღონისძიებაზე კახა მამულაშვილი, მამულიჩა ლელა წურწუმიასთან და შორენა ბეგაშვილთან ერთად მივიდა, ფოტოს კი დააწერა: „აგერ ბატონო, ჩემი ორი ცოლი“. ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ „მარაო რუსთავი 2“-ის პროექტში, „ჭირვეულის მორჯულება“ შორენა ბეგაშვილს ყველა ახალ სერიაში ცნობილ სახეებს შორის ახალ ქმრებს უძებნიდნენ. ერთ-ერთ ასეთ რეალურ შოუში მამულიჩამაც მიიღო მონაწილეობა. გადასაღებად ეგვიპტეში გაემგზავრნენ, სადაც სხვათა შორის, ლელაც იყო. როგორც მაშინ მამულიჩა იხსენებდა, ლელა ამ გადაღებას დიდი იუმორით მიუდგა და შორენას იქით აგულიანებდა, რომ კახასთვის ბუნებრივად ეკოცნა… მამულიჩა ხუმრობდა, რომ ამ სცენის ეთერში გასვლის შემდეგ მას მთელი საქართველო ურეკავდა, შორენამ გემრიელი კოცნა თუ იცისო…

mamulichas sqrini

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები