LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჩესტერმა კატასტროფა განიცადა, რონალდომ საკუთარი რეკორდი დაამხო

44

ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების სეზონის გათამაშების ჯგუფური ეტაპის ნახევარი დასრულდა.

გუშინდელი მატჩებიდან განსაკუთრებული ყურადღება B ჯგუფისკენ იყო მიმართული, სადაც სამ გუნდს ქონდა გასვლის შანსი. პლეი-ოფში გასულ 9 გუნდს კიდევ ორი შეემატა: “ვოლფსბურგი” და პსვ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგა ინგლისური და საერთოდ ევროპული ფეხბურთის ბობოლას, ”მანჩესტერ იუნაიტედის” გარეშე გაგრძელდება.

 
A ჯგუფი
ამ ჯგუფში გამსვლელების ვინაობა გარკვეული იყო. უნდა გადაწყვეტილიყო ევროპალიგის საგზურის ამბავი – “შახტარი” თუ “მალმიო”.
კრიშტიანო რონალდომ “მალმიოს” კარში ოთხი გოლი გაიტანა (ბენზემამ ჰეთ თრიკი და კოვაჩიჩმა ერთიც მიამატეს) და ”რეალმა” გამანადგურებლად 8:0 მოიგო. ამით რონალდომ ჯგუფური ეტაპი 11 გოლით დაასრულა, ეს კი ახალი რეკორდია, ისე წინა რეკორდიც მას ეკუთვნოდა – 9 გოლი.

პსჟ-მ მოურასა და იბრაჰიმოვიჩის გოლებით ”შახტარს” 2:0 მოუგო. მიუხედავად წაგებისა, დონეცკელები მესამე ადგილზე დარჩნენ და ევროპალიგას შეუერთდებიან

რეალი – 16 ქულა; პსჟ – 13; შახტარი – 3; მალმიო – 3

 

 

B ჯგუფი
ცენტრალური მატჩი ვოლფსბურგში გაიმართა, სადაც “მანჩესტერი” ჩავიდა და კატასტროფულად დაასრულა. ინგლისელები 2:3 დამარცხდნენ და ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩნენ.
გოლები: 0:1 მარსიალი (10), 1:1 ნალდო (13), 2:1 ვიეირინია (29), 2:2 გილავოგი (82-საკ. კარში), 3:2 ნალდო (84).

გაუმართლდა პსვ-ს, რომელმაც გვარიანად ანერვიულა გულშემატკივრები. ჰოლანდიელებმა ცსკა-სგან გოლი 76-ე წუთზე გაუშვეს (იგნაშევიჩი – პენ), თუმცა დე იონგმა ორ წუთში გააყაიმა და მერე პროპერმა გადამწყვეტიც შეაგდო – 2:1.
ვოლფსბურგი – 12 ქულა; პსვ – 10; მნჩესტერი – 8; ცსკა – 4

 

 

C ჯგუფი
ლისაბონის “ბენფიკა” და მადრიდის “ატლეტიკო” ერთმანეთში არკვევდნენ პირველადგილოსნის ვინაობას. ესპანელებმა 2:1 იმარჯვეს და პირველი ადგილიც დაისაკუთრეს.
გოლები: 0:1 საული (33), 0:2 ვიეტო (55), 1:2 მიტროღლუ (75)
გალათასარაი-ასტანა 1:1
გოლები: 0:1 ტვუმასი (62), 1:1 ინანი (64)
ატლეტიკო – 13 ქულა; ბენფიკა – 10; გალათასარაი – 5; ასტანა – 4

 

 

D ჯგუფი
ამ ჯგუფშიც ინტრიგა პირველადგილოსნის გარკვევა იყო და პლუს ბრძოლა მიმდინარეობდა ევროპალიგის საგზურისთვისაც. “იუვენტუსს” ყოფილმა ფორვარდმა ფერნანდო ლორენტემ გაუტანა ერთადერთი გოლი და ”სევილიამ” მოიგო – 1:0.
”სიტიმ” “გლადბახი” 4:2 დაჯაბნა და პირველი ადგილი დაისაკუთრა.
გოლები: 1:0 სილვა (16), 1:1 კორბი (19), 1:2 რაფაელი (43), 2:2 სტერლინგი (80), 3:2 სტერლინგი (81), 4:2 ბონი (85)

 

სიტი – 12 ქულა; იუვენტუსი – 11; სევილია – 6; გლადბახი – 5

 

 

2315578_w2

2315293_w2

 

2315418_w2

2315444_w2

2315449_w2

2315457_w2

2315521_w2

2315569_w2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები