LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჩესტერში არაფერი მომხდარა: ჯერი მადრიდზეა

67

ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალი უღიმღამო გამოდგა. სახელებს და ინტრიგას არაფერი დაეწუნებოდა, თამაშს კი სანახაობა ნამდვილად აკლდა. ერთადერთი სახეირო მატჩის ბოლოსკენ მოხდა, როდესაც სტუმრებს ორჯერ შეეძლოთ გატანა, მაგრამ კაზემიროსთან და პეპესთან დაპირისპირებაში ინგლისელთა მეკარე ჯო ჰარტმა ივარგა.

უგოლო ფრე ისეთი ანგარიშია, დიდად ალბათ არცერთ გუნდს არ დაწყებოდა გული, თუმცა მასპინძლის სტატუსი მცირე უპირატესობას ალბათ მაინც სამეფო კლუბს აძლევს. იმედი ვიქონიოთ, განმეორებით შეხვედრაში, როდესაც ერთმა აუცილებლად უნდა წააგოს, უფრო თვალსასეირო სანახობა იქნება.
მანჩესტერ სიტი-რეალი 0:0
სიტი: ჰარტი – სანია, კომპანი, ოტამენდი, კლიში – ფერნანდო, ფერნანდინიო – ნავასი (77. სტერლინგი), დე ბრუინი, სილვა (40. იეანაჩო) – აგუერო
რეალი: ნავასი – კარვახალი, პეპე, რამოსი, მარსელო – მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (89. ისკო) – ბეილი, ვასკესი, ბენზემა (46. ხესე)
გაფრთხილება: სილვა – პეპე, კარვახალი
დღეს მეორე ნახევარფინალია. მადრიდში, ”ვისენტე კალდერონზე” მეომარი ”ატლეტიკო” გერმანულ გრანდს ”ბაიერნს” შეეჭიდება. თამნაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები