სამხრეთ კორეის მეცნიერების განცხადებით, მანდარინი იცავს ღვიძლს ცხიმების ნეგატიური გავლენისგან და საგრძნობლად ამცირებს ცხიმების დაგროვებას მუცლის არეში.
გამოკლვევაში 60-მა ჭარბწონიანმა მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ნახევარი სამი თვის განმავლობაში ინტენსიურად ვარჯიშობდა და სვამდა მანდარინის წვენს, მეორე ნახევარი კი, მართალია ვარჯიშობდა, მაგრამ თავს იკავებდა წვენის მიღებისგან. ექსპერიმენტის შედეგაგ პირველმა ჯგუფმა 1,5%-ით დაიკლო წონაში.
მეცნიერების განცხადებით, მანდარინის წვენი ერთის მხრივ ხელს უწყობს ცხიმოვანი ნადების სწრაფად გაქრობას, მეორეს მხრივ კი, დადებითად მოქმედებს ღვიძლზე და აღადგენს მის უჯრედებს.