LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჰეტენზე ტრამპის ახალი ლიმუზინი დააფიქსირეს (ვიდეო)

87

ტრამპის ახალი ლიმუზინი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა. ახალთახალი ავტომობილის გადაღება პრეზიდენტის ნიუ-იორკში ჩასვლის დროს შეძლეს. კადილაკი, რომელსაც ზედმესახელად The Beast – ანუ მხეცი შეარქვეს, მანჰეტენზე დააფიქსირეს. ავტომობილის დასრულებისა და აშშ-ს საიდუმლო სამსახურისთვის გადაცემის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ აპრილის თვეში გახდა. „კადილაკმა“ ყველა მითითება ზუსტად შეასრულა და დონალდისთვის ზუსტად ისეთი ავტომობილი ააწყო, როგორიც შეუკვეთეს. „მხეცი“ პიკაპის პლათფორმაზეა აწყობილი და მისი მგზავრები ჯავშნიან კაფსულაში იმყოფებიან. ავტომობილს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა და ქიმიური თუ ბიოლოგიური იარაღისგან დამცავი ტექნოლოგიაც აქვს. გარდა ამისა, ლიმუზინს ღამის ხედვისა და დაცვის სისტემებიც აქვს და თუკი ვინმე მასში შეღწევას შეეცდება ელექტრო შოკერის დარტყმას მიიღებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები