LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანიკა ასათიანის კალათბურთელი მეუღლე საქართველოს ნაკრების ვითომ გულშემატკივრებს მიმართავს – „სირცხვილია…“

11

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე ასპარეზობს. სამწუხაროდ, ბიჭებმა ორი ოფიციალური მატჩიდან, ორივე წააგეს, ჰოლანდიასთან დასანანად, მხოლოდ ერთი ქულით, გუშინ კი სლოვენიასთან დამარცხდნენ, თუმცა გაცილებით დიდი ანგარიშით.

რასაკვირველია, „ფეისბუქზე“ გამოჩნდა პოსტები, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ფორმაში არ არის და მიუთითებდნენ კონკრეტული მოთამაშეების სახელ-გვარებსაც, რომლებიც თამაშისას შეცდომებს უშვებენ. მატჩის განხილვისას, „პირველ არხზე“ კომენტატორებიც აღნიშნავდნენ ნაკრების მინუსებს.

როგორც ჩანს, ამან კალათბურთელი ბექა წივწივაძე აღაშფოთა და საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:

„რამდენი ჩასაფრებული ვითომ გულშემატკივარი ჰყავს საქართველოს ნაკრებს! მოიგებ, მაგრები ხართ, წააგებ – ლანძღავ მთელი ზიზღით… სირცხვილია, როდესაც ბიჭებს მძიმე დროს ზურგს აქცევ და დაივიწყებ ამდენ გამარჯვებას!!!
მე მჯერა, რომ მაკედონიას დავამარცხებთ და ჯგუფიდან გავალთ…“

თქვენ როგორ შეაფასებდით გუშინდელ მატჩს?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები