LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაქსიმ გალკინი საავადმყოფოში მოხვდა

191

გუშინ გვიან ღამით, პოპულარული მსახიობი და შოუმენი მაქსიმ გალკინი მუცლის ძლიერი ტკივილებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოპულარული სახე ერთ-ერთ ელიტარულ კლინიკაში მოათავსეს. ექიმების განცხადებით, მას მწვავე აპენდიციტის დიაგნოზი დაუსვევს.

”სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის გამოძახება დილის 4 საათზე მოხდა. პაციენტს ძლიერი მუცლის ტკივილი აწუხებდა. მას ადგილზე ჩაუტარდა პირველადი დახმარება, რის შემდეგაც მამაკაცი ჩვენი კლინიკის VIP-განყოფილებაში მოთავსდა და ჯერჯერობით ვაკვირდებით. ამ დროისათვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა, მას მწვავე აპენდიციტის ნიშნები აქვს” – იტყობინება რუსული მედია, კლინიკის მედ-პერსონალთან გასაუბრების საფუძველზე.

შეგახსენებთ, რომ მაქსიმ გალკინი რუსული ესტრადის დედოფლის, ალა პუგაჩოვას მეუღლე გახლავთ. თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, ბოლო პერიოდში მსახიობი ხშირად ხდება სხვადასხვა კლინიკების ”სტუმარი”, მაგრამ რა ხდება სინამდვილეში მაქსიმის თავს, ჯერჯერობით არ ხმაურდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები