LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაქვს მიწვევები გერმანიაში, ესპანეთში, საბერძნეთში“ – თამრიკო მეჭიაური

213
sasaosaesao-2022-01-12_15-45-10_142858-1024x683

1-ელ აპრილს რადიო „არ დაიდარდოს“ მომღერალი თამრიკო მეჭიაური სტუმრობდა, რომელმაც სამომავლო გეგმებზე, თავის შემოქმედებაზე და ახალ მუსიკალურ ნამუშევარზე ისაუბრა. ეთერში სიმღერის „სიყვარულის ივლისები“ პრემიერა შედგა.

 ქალბატონო თამრიკო, რა ხდება თქვენს შემოქმედებაში და როგორია სამომავლო გეგმები?

მაქვს ჩემი სტუდია „ჩარი-რამა“ და დაგეგმილი გვაქვს საზაფხულო ტურნე. მაქვს მიწვევები გერმანიაში, ესპანეთში, საბერძნეთში, შეიძლება ყველგან წასვლა ვერ შევძლო, მაგრამ დაგეგმილი მაქვს, რომ ერთ-ერთი ტურნე მაინც გავაკეთო. ვმუშაობ ახალ სიმღერებზეც. მინდა, რომ ახალგაზრდა მომღერლებთან მქონდეს კონტაქტი, როგორც სიმღერების ავტორს და მათთვის შევქმნა ჰიტები.

ვის ეკუთვნის თქვენი ახალი სიმღერის, „სიყვარულის ივლისები“ ტექსტი და მუსიკა?

ტექსტის ავტორი გახლავთ უნიჭიერესი ქალბატონი, მაია კახიძე, მუსიკა მე მეკუთვნის. სიმღერა ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიაში ჩაიწერა. გიტარის პარტიას ხვიჩა მაღლაკელიძე ასრულებს. ეს არის ქალაქური ფოლკლორის ჟანრის სიმღერაა, სადაც მსუბუქად არის გამოყენებული ბაიათის ელემენტები, რადგან არ მინდოდა გადამეტვირთა.

 

გადაცემის ჩანაწერი:

თამრიკო მეჭიაური – სიყვარულის ივლისები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები