პოპულარულ სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები” მარიშკა ჯავახაძის მაგივრად, მის გმირს, ბარბარიკას, სხვა მსახიობი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ მაყურებელმა სერიალის ახალი ეპიზოდის ანონსიდან გაიგო. მარიშკამ კი მის შემქმნელებს დიდი მადლობა გადაუხადა, თუმცა სტატუსში არ აღუნიშნავს, რა გახდა სერიალის დატოვების მიზეზი.
მარიშკა წერს:
“New is always better … ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო Formula Creative ს იმ საოცარი გამოცდილებისთვის, რომელიც ამ
წლების განმავლობაში შემძინა. უღრმესი მადლობა, რომ მომეცით საშუალება, ჩემი პატარა წვლილი შემეტანა, ამ მართლა ისტორიულ პროექტში.
უღრმესი მადლობა მსახიობებს და განსაკუთრებით გიორგი მახარაძეს, რომ არა ის, გადაღების პირველი დღეები ძალიან რთული იქნებოდა.
გულით ყველაზე დიდი მადლობა მაყურებელს და ჩვენს გულშემატკივრებს.
ახალი ბარბარიკა კიდევ უფრო პრინცესული და მშვენიერია.
https://www.facebook.com/chemicolisdaqalebi/posts/2110210709031949