LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მძღოლები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან

49

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციას ეხებოდა,  სოციალურ ქსელში უამრავი საპროტესტო გვერდი თუ ჯგუფი გაჩნდა, სადაც აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა კანონპროექტის შესახებ.

ყველა ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ პროექტს დიდი პროტესტი მოყვება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლების მხრიდან… აი რას წერენ სოც-ქსელის მოხმარებლები…

გიორგი დოლიძე: მოდი ბიჭებო დავთქვათ ერთ დღეს და დიდი შეკრება გავაკეთოთ…

გიორგი ქავთარია: მარჯვენასაჭიანი ავტომობილი მყავს და კიდევ ვაპირებდი იაპონიიდან მანქანის ჩამოყვანას. ნამდვილად არ მინდა, რომ არ შემომაყვანინონ და მე თქვენთან ვარ. საქართველოში 50% მარჯვენასაჭიანი ავტომობილია…

გიორგი ფარულავა: ამერიკულ ჩანაძირ მანქანებს ბევრად ჯობია, კომფორტული ეკონომიური სუფთა და მოვლილი მანქანები. რა მნიშვნელობა აქვს საჭე რომელ მხარეს ექნება, თუ მანქანის ტარება იცი… არარსებობს მიზეზი რის გამოც უნდა იკრძალებოდეს მარჯვენასაჭიანი ავტომობილი.

მიხაილ მარეხაშვილი:  დავიჯერო დამპალ და 9 ჯერ გადაჭრილ გადაკერებულ ავტომობილებს,  რომლებსაც აირბაგიც კი არ უმუშავებს, არ ჯობია იაპონური ავტომობილები? ფუ ამათი გაუნათლებელი…

გიორგი ფარულავა: ვისაც საჭე გადატანილი აქვს, რატომ უნდა იხადონ 150 ლარი? ამის აზრს ვერ ვხედავ საჭე ხომ აქვს მარცხნივ მეტი რაღა უნდათ? აღარ იციან უკვე ბიუჯეტი როგორ შეავსონ… სასომხეთში მანქანების გაყვანა აკრძალეს და დოლარი გაიქცა უკანმოუხედავად, ეხლა იმპორტიც თუ აკრძალეს მერე ?

გიორგი გიორგაძე: კანონპროექტი თუ დამტკიცდა, ძალიან მაშტაბური აქცია უნდა მოვაწყოთ ისეთი, რომ სულ მარჯვენასაჭიანებით გარბოდნენ სახლებში…

 

როგორც ჩანს საქმე საკმაოდ სერიოზულადაა და იაპონური ავტომობილის მძღოლები უკან დახევას არ აპირებენ. როგორს სოც-ქსელებიდან ირკვევა,  საპროტესტო აქცია სავარაუდოდ კვირას, 6 დეკემბერს გაიმართება.