LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარჯვენასაჭიანი მანქანები უკვე გაძვირდა

48

გაზეთ რეზონანსის დღევანდელ ნომერში მარჯვენასაჭიანი ავტომობილებზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით ვრცელი სტატიის ხილვაა შესაძლებელი. შსს –ს მიერ წარდგენილ კანონპროექტის შემდეგ, რომლის მიხედვითაც 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია იკრძალება, როგორც ჩანს იაპონურ ბაზარზე მოთხოვნა გაიზარდა, შესაბამისად იმპორტიორები მათზე ფასის მატებას არ გამორიცხავენ.

”მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვამ ფასზეც იმოქმედა. იმპორტიორების ინფორმაციით ამ კატეგორიის ავტომობილები მოულოდნელად 10-15%-ით გაძვირდა, რადგან მოთხოვნამ ერთბაშად მოიმატა. მომხმარებელი ფიქრობს, რომ მარტამდე მოასწროს ავტომობილის შეძენა. უკვე შეკვეთილი პარტიის ჩამოსვლას იმპორტიორები თებერვალში ელოდებიან და ამბობენ, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილებს ერთ-ორ თვეში დიდი მოგებით გაყიდიან.” – ნათქვამია სტატიაში.

თუმცა, ფასების ზრდა მხოლოდ მარჯვენასაჭიან ავტომობილებს არ ეხება. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, გაძვირება ევროპული ბაზრიდან შემოსულ ავტომობილებსაც ემუქრებათ. გაძვირებას დაახლოებით მარტიდან მაისამდე ელოდებიან. თუმცა, მათი ინფორმაციით ფასები მალევე დარეგულირდება.

 

წყარო: რეზონანსი