LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში ზებრაგადასასვლელი შემოქმედებითად მოიხატა

42

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანია „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ გრძელდება. ამჯერად მარნეულის გამგეობის წინ მდებარე ზებრაგადასასვლელი მოიხატა. ამ ფაქტს სოც-ქსელში გოგა ჩანადირი ეხმაურება შემდეგი პოსტით:

”ყოჩაღ, მარნეულს! მისაბაძი გამგეობაა. შემოქმედებითი გამგებლისა და თანამშრომლების მოწადინებით, რომელსაც შს სამინისტროც დაემატა, ეს ზებრაგადასასვლელი ასე მხატვრულად გამგეობის შენობის წინ დღეს დილამდე იხატებოდა.

მზესუმზირა – ეს მარნეულში გავრცელებული კულტურაა და თანაც, ყოველთვის მზესთან, სითბოსთან, ესთეტიკასთან ასოცირდება.

მარნეული თბილისის შემდეგ პირველი ქალაქი გახდა, სადაც ზებრაგადასასვლელი შემოქმედებითად მოიხატა და ამასთანავე, შემსრულებლებმა სხვა ქალაქების გამგეობებიც გამოიწვიეს. იმედია, გამოწვევას მიიღებენ და საკუთარ ქალაქებს გაახალისებენ.

მხატვრული მიდგომა მოძრაობის წესების დაცვისკენ მძღოლებსა და ქვეითებს აუცილებლად წაახალისებს. ამიტომ, მარნეულის გამგეობის თანამშრომლები ფიქრობენ, რომ ქალაქში სხვა გადასასვლელებსაც მოხატავენ.

ფოტოებისთვის დიდი მადლობა თეონა ტყემალაძეს.

აქცია #‎ჩვენვიცავთმოძრაობისწესებს გრძელდება…”

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები