რა მოხდება 2016 წლის მარტიდან, თუკი მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელი საჭის გადატანას მოისრუვებს? როგორც აღმოჩნდა, ასეთი ჩანაწერი ახალ კანონპროექტში არ მოიძებნება, რაც ხელოსნებსა და მძღოლებს თავგზას უბნევს. ასეთი პირობა მწარმეებისა და კერძო ხელოსნებისვის უცნობია. ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტისთვის დაწესებული აკრძალვა უკვე რეგისტრირებულ მანქანებში საჭის გადატანას არ ზღუდავს.
როგორც მეწარმეები და კერძო ხელოსნები ამბობენ, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვამ მათზე უკვე იქონია ცუდი გავლენა, ზოგიერთი კი უმუშევარიც დარჩა. გარდა ამისა, პირველი მარტიდან მათი უმეტესობა შემოსავლის პერსპექტივას ამ საქმიდან ვეღარ ხედავს.
ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი, დავით მესხიშვილი მოსახლეობას საჭის გადატანისგან თავის შეკავებას ურჩევს, რადგან შემდგომში მათი გაყიდვა და ტექდათვალირების გავლა გაჭირდება.
”ავტომობილებს, რომლებსაც გადატანილი საჭე აქვთ, ექნებათ ფირნიში სადაც აღინიშნება ინფორმაცია საჭის გადატანასთან დაკავშირებით. თუმცა, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში საჭის გადატანასთან დაკავშირებით შემიძლია განვაცხადო, რომ ამ ეტაპზე აკრძალვა არ შეეხება უკვე დარეგისტრირებულ ავტომობილებს.” – აცხადებს დავით მესხიშვილი.
წყარო: გაზეთი რეზონანსი