LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართვის მოწმობის გაუქმება შესაძლოა ჩამორთმევით შეიცვალოს

108

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის სავარაუდო თარიღად 2017 წლის 1-ელ იანვარი დასახელდა.

რაც შეეხება მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის კიდევ ერთ სიახლეს, რომელიც მართვის მოწმობებზე 100-ქულიანი სისტემის დაწესებას და საგზაო ადმინისტრაციული ჯარიმების დაგროვებისა და შედეგად, ქულების განულების შემთხვევაში, მართვის მოწმობის გაუქმებას ითვალისწინებს, ამასთან დაკავშირებით ხუციშვილმა განმარტა, რომ მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები იმის შესახებ, რომ მართვის მოწმობის გაუქმების ნაცვლად, მოხდეს მისი გარკვეული ვადით ჩამორთმევა, ხოლო თუკი მძღოლს ჩამორთმეული მოწმობის ვადაზე ადრე დაბრუნების სურვილი ექნება, ასეთ შემთხვევაში ის გამოცდას ჩააბარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები