რომის პოლიციამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ქუჩის სათვალთვალო კამერებითაა გადაღებული. კადრებში აღბეჭდილია Maserati Levante, რომლის მძღოლმაც მე-18 საუკუნის ესპანურ კიბეებზე გასეირნება გადაწყვიტა. დაშვების დროს მამაკაცმა რამდენიმე კიბე დააზიანა. კანონდამრღვევი აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა ის დაქირავებული სპორტქარის უკან დაბრუნებას ცდილობდა.
იტალიური პოლიციის ინფორმაციით, Maserati-ს საჭესთან 37 წლის მამაკაცი იმყოფებოდა. მძღოლმა ტრინიტა-დეი-მონტიზე გავლა დილით ადრე გადაწყვიტა და თუ რამ უბიძგა მას ასეთი ტრიუკის გაკეთებისკენ უცნობია.
კიბეების სიახლოვეს დამონტაჟებულმა კამერამ მანქანის ნომრები დააფიქსირა და შემდეგ უკვე მისი პოვნა ძალიან მარტივი იყო.