LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მავნეა თუ არა ავტომობილის გაზზე მუშაობა

53

შეიძლება თუ არა ავტომობილის გაზზე გადაყვანა. ამ საკითხზე შეხედულება ორად იყოფა და მოკამათე მხარეებს საკუთარი არგუმენტები მოყავთ. მოდი, ვნახოთ, რა უპირატესობა შეიძლება ქონდეს გაზზე მომუშავე ავტომანქანას.

მითი იმის შესახებ, რომ SGI სისტემა ძრავისათვის მავნეა, უსაფუძვლოა. ასეთი სისტემის მუშაობისას ძრავის ზეთი უფრო დიდი მუშაობის რესურს ინარჩუნებს, რადგან ბუნებრივი აირი არ შეიცავს ნალექს, როგორც ბენზინი, დიზელი ან თხევადი გაზი. ბუნებრივი აირი ბოლომდე იწვის ძრავში, რაც გულისხმობს, რომ ძრავი ნალექით არ იფარება.

ავტომობილის გაზზე გადაყვანა შესაძლებელია სულ რაღაც ერთ სამუშაო დღეში. თანხობრივად მისი ეკონომია მნიშვნელოვნად დიდია, დაახლოებით  55%-70%-ს შეადგენს.

პლუსია ის, რომ მსგავს სისტემაზე მომუშავე ავტომანქანას ასევე შეუძლია ბენზინზეც იმოძრაოს. თავდაპირველად ავტომობილი ბენზინზე იქოქება და მას შემდეგ, რაც წყლის ტემპერატურა 30-35 გრადუსს მიაღწევს, ავტომატურად გადადის გაზის მოხმარებაზე. ბენზინზე დაქოქვა არის SGI სისტემისათვის ძრავის დაცვის ერთ-ერთი ფუნქცია.

მძღოლისთვის ბენზინიდან გაზზე გადასვლა შეუმჩნევლად ხდება. გარდა ამისა, მძღოლს შეუძლია გაზის სისტემა გათიშოს ღილაკზე ერთი თითის დაჭერით და იმოძრაოს ბენზინით. ასევე ხდება პირიქით.

ავტომობილის ძრავიდან გამომდინარე მანქანას SGI სისტემა 5%-ით აკლებს ცხენის ძალას, რაც მოძრაობისას შეუმჩნეველია.

ბუნებრივი აირის ავზი, რომელიც ერთდება SGI სისტემასთან, შემოწმებულია მწარმოებელი ქვეყნების შესაბამისი ინსპექციების მიერ და დამატებით ასევე უნდა შემოწმდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები