ამერიკული სადაზღვევო ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა Top Safety Pick-ის ვერსიით, ყველაზე დაცულ ქროსოვერზე ისაუბრეს. წელს ეს საპატიო წოდება Mazda CX-5-მა მიიღო, რომელიც შეჯახების ტესტების შედეგად რეიტინგის ლიდერი გახდა. ამერიკული სადაზღვევო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ტესტების ფარგლებში Top Safety Pick-ის სპეციალისტებმა ყურადღება ცოტა ხნის წინ დანერგილ შეჯახების მაუწყებელ ასისტენტზე გააკეთეს, რომელიც ქროსოვერს დამატებითი ფუნქციის სახით მოყვება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სისტემა თავად კომპანია Mazda-ს მიერ არის შემუშავებული. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ Mazda CX-5 ბაზარზე გამოჩენის მომენტიდან, ყოველ წელს უსაფრთხოების რეიტინგში მოწინავე პოზიციებზეა. მიმდინარე წელს, იმისათვის, რომ ყველაზე უსაფრთხო ქროსოვერის წოდება მიეღო, ავტომობილმა ხუთი ქრაშ-ტესტი გაიარა. ექსპერტებმა ასევე შეამოწმეს ფარების ფუნქციონირებაც.