LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mazda-ს გაყიდვების ვარდნის ფონზე რეკორდული მოგება ჰქონდა

115
mazda

მას შემდეგ რაც Mazda-მ რუსეთი დატოვა, საქმეები ძალიან კარგად წაუვიდა. 2022 წლის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ იაპონური მწარმოებლის მოგება 3,827 ტრილიონი იენი (28,1 მილიარდი დოლარი) იყო, რაც 2021 წლის შედეგთან შედარებით 22,6%-ით უკეთესია. სუფთა მოგება 75,1 პროცენტით გაიზარდა და 142,8 მილიარდ იენს (ერთ მილიარდ დოლარზე მეტი) მიაღწია. ამასთან, Mazda-ს გაყიდვები შემცირებულია – მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1,11 მილიონი ავტომობილის რეალიზება მოხერხდა, რაც წინა წელთან შედარებით 141 ათასით ნაკლებია.

გაყიდვების შემცირების მიზეზთან შორის, მწარმოებელი ელექტრონული კომპონენტების დეფიციტს და სხვა სირთულეებს ასახელებს.

ახალ ფინანსურ წელს, რომელიც 2023 წლის 1-ელ აპრილს დაიწყო და 2024 წლის 31 მარტს დასრულდება, Mazda ვარაუდობს, რომ სუფთა მოგება 130 მილიარდი იენი ექნება, რაც მოგების 17,6%-ით გაზრდას ნიშნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები