LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mazda სპორტულ კროსოვერზე მუშაობს

27

კომპანია Mazda-ს დირექტორმა მასამიჩი კოგაიმ დღეს საიდუმლო გაამხილა და განაცხადა, რომ კომპანია ახალი სპორტული კროსოვერის კონცეპტის შექმნაზე მუშაობს, რომლის ოფიციალური დებიუტიც ფრანკფურტის ავტოშოუზე შედგება.

როგორც მასამიჩი ამბობს, ავტომობილი სრულიად ახალი ტიპის იქნება და უნივერსალური დეტალებით იქნება დამზადებული. Mazda Koeru სავარაუდოდ კონკურენციას გაუწევს Subaru Outback-ს, ანუ იგივე Subaru Airtrek-ს.

კოგაიმ განაცხადა, რომ ავტომობილი გაბარიტებით დაახლოებით CX-5-ის მსგავსი იქნება, თუმცა, როგორც ჩანს კომპანიას არ ეშინია ერთდოულად ორი ერთნაირი კლასის ავტომობილის წარდგენის. როგორც ირკვევა, Koeru-ზე იაპონელები დიდ იმედებს ამყარებენ.

ჯერჯერობით ინფორმაცია ავტომობილის ტექნიკურ დეტალებზე უცნობია, თუმცა, მისი პროტოტიპი უკვე არსებობს და ძრავის სიმძლავრე 156 -დან 186-მდე ცხენის ძალას უდრის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები