LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცირე ზომის თვითმფრინავმა ფრენის დროს კარი დაკარგა

135
აეროპორტი

აშშ-ში მსუბუქ ძრავიან თვითმფრინავს სასწრაფოდ დაჯდომა მოუხდა, რადგან შუა ფრენის დროს კარი დაკარგა. მომხდარის დეტალების შესახებ Scripps News Las Vegas წერს.

წყაროს ინფორმაციით, ლაინერმა Diamond DA 40 უკანა მხარეს მარცხენა მხარეს მდებარე კარი დაკარგა. ინციდენტის დროს თვითმფრინავის ბორტზე 2 ადამიანი იმყოფებოდა. შედეგად პილოტებს სხვა გზა არ ჰქონდათ და პირველივე აეროპორტში, ლას-ვეგასში დაეშვნენ. დაფრენა მშვიდობით დასრულდა.

მომხდარის მიზეზები ჯერ-ჯერობით არ ზუსტდება. ცნობილია, რომ თვითმფრინავი ეკუთვნის კომპანიას, რომელიც საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში სასწავლო კურსებს ატარებს. ბორტს 2020 წლის ბოლოდან მოქმედი სერტიფიკატი აქვს.

სამოქალაქო ავიაციის ფედერალური მართვის სააგენტომ ინციდენტის გამოძიება უკვე დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები