LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივია

61

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 128-ე კილომეტრზე არსებულ აივანზე დაზიანდა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის  ავტოტრანსპორტის  მოძრაობა დასაშვებია ცალმხრივ რეჟიმში.

ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას  იკრძალება მათი გაჩერება.

როგორც “ავტორადიოს” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე არიან მობილიზებულები და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაობი ავტოტრანსპორტის მოძრაობის ორმხრივ რეჟიმში აღსადგენად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები