კომპანია McLaren Automotive-მა სუპერქარ 570S-სთვის სპორტპაკეტი Track Pack მოამზადა, რომელიც დიდ ბრიტანეთში 16 500 ფუნტი სტერლინგი ღირს. შედარებისთვის გეტყვით, რომ ამდენივე, 16 445 ფუნტი ღირს Ford Focus-ის საბაზო ვერსია.
McLaren 570S აღჭურვილია 570 ძალიანი ბიტურბო ძრავით. კუპე ას კილომეტრს 3,2 წამში კრებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 328 კილომეტრ/საათს შეადგენს.
სუპერქარი სატრეკო პაკეტით ჩვეულებრივზე 25 კილოგრამით ნაკლებს იწონის. ასეთი შედეგი ახალი, კარბონის ჩარჩოს მქონე სპორტული სავარძლებისა და ზემსუბუქი დისკების დამონტაჟების შედეგად მიიღეს.
Track Pack-ის შეკვეთა მომავალი წლის დასაწყისიდან იქნება შესაძლებელი.