LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდიდარ კლიენტად გადაცმულმა ქალმა რამდენიმე 5 ვარსკვლავიან სასტუმრო გაძარცვა

107
0_1763647943

სამი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო $7 ათასზე მეტს დაემშვიდობა თაღლითის გამო, რომელმაც თავი მდიდარ კლიენტად გაასაღა. ამის შესახებ გამოცემა Cronica Balear იტყობინება.

ინციდენტი პალმაში, ესპანეთში მოხდა. პოლიციამ დააკავა ქალი, რომელიც პრესტიჟული სასტუმროების თანამშრომლების ნდობას ძვირადღირებული ტანსაცმლითა და „სპეციფიკური საუბრის მანერით“ იპყრობდა. შექმნილი დადებითი შთაბეჭდილების შემდეგ იგი სასტუმროებში ბინავდებოდა, ხოლო გადახდას საბანკო გადარიცხვით ახორციელებდა, მუდმივად ჩიოდა, რომ ბარათს პრობლემა ჰქონდა. ამასთან, ტრანზაქციებს გადარიცხვებით აკეთებდა, რის გამოც ფული სასტუმროების ანგარიშებზე საერთოდ არ შედიოდა.

ერთი სასტუმროს თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, მისი ნივთები შეენახათ მანამ, სანამ გადარიცხვა არ აისახებოდა. ქალი მათ აგრესიული ბოიფრენდით დაემუქრა, თუმცა ნივთების დაბრუნება ვერ შეძლო. მისი დაკავების შემდეგ ოფიცრებმა გაარკვიეს, რომ „ტურისტი“ 20 დღის განმავლობაში იყენებდა თაღლითურ სქემას. მან სასტუმროებთან ერთად გაძარცვა კიდევ რამდენიმე დაწესებულება, მათ შორის შინაური ცხოველების აქსესუარების მაღაზია. საერთო ზარალმა 7 ათასი დოლარი შეადგინა.

პოლიციამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებული უკვე იხდიდა სასჯელს ანალოგიური დანაშაულებისთვის და ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა. წინა სასჯელის ფარგლებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით აკრძალული ჰქონდა ნებისმიერ დაწესებულებასთან (სურსათის მაღაზიების გარდა) 100 მეტრზე მიახლოება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები