LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძღოლებისთვის დაწესებული ყველაზე სულელური აკრძალვები: 5 რჩევა მათთვის, ვინც მოგზაურობას ავტომობილით გეგმავს – ნაწილი II

87
b13582e7a187d78477d1cfba3e81d33e630e3053

კანონის არცოდნა პასუხისმგებლობისგან არ გათავისუფლებთ და თუკი ამ ქვეყნებიდან რომელიმეში მოგზაურობას გეგმავთ, შესაძლოა სერიოზული პრობლემებიც შეგექმნათ. ზოგიერთ სახელმწიფოში საგზაო მოძრაობის წესები იმდენად სპეციფიკურია, რომ ამ მასალას აუცილებლად უნდა გაეცნოთ.

მძღოლებისთვის დაწესებული ყველაზე სულელური აკრძალვები: 5 რჩევა მათთვის, ვინც მოგზაურობას ავტომობილით გეგმავს – ნაწილი I

6. სინგაპური
შესაძლოა ეს კანონი არც თუ ისე სულელური იყოს, მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდეთ: ამ ქვეყანაში ტროტუარზე დაფურთხება სასტიკად აკრძალულია, ასევე დაუშვებელია გზაზე გადასვლა ისეთ ადგილებში, სადაც შესაბამისი ნიშანი არ დგას. ასეთი ნიშნები კი საბედნიეროდ, თითქმის ყველა გზაჯვარედინზეა.

7. აშშ
აშშ-ს სხვადასხვა შტატში საკმაოდ ბლომადაა უცნაური საავტომობილო კანონები. წესების უმრავლესობა იმ დროით თარიღდება, როცა ქალაქში ავტომობილების რაოდენობა ძალიან ცოტა იყო, სწორედ ამიტომ მათ ფორმალური ხასიათი აქვთ და თითქმის აღარავინ ასრულებს. თუმცა არის, რამდენიმე მოქმედი კანონიც, მაგალითად ტენესის შტატში დაუშვებელია მიწის ერთ ნაკვეთზე 5-ზე მეტი ისეთი ავტომობილის დაყენება, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.

8. ორეგონის შტატში მძღოლებს მხოლოდ რამდენიმე წლის წინ მისცეს უფლება, რომ ავტომობილში საწვავი თავად, ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლის დახმარების გარეშე ჩაასხან. უჩვეულო აკრძალვა ჯერ კიდევ 1951 წლიდან მოქმედებდა.

9.ტაილანდი
ტაილანდში საჭესთან დაჯდომა წელს ზემოთ შიშველ მდგომარეობაში დაუშვებელია, მძღოლს მაისური აუცილებლად უნდა ეცვას. მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ როგორ ცხელა – კანონის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის გადახდა აუცილებელი იქნება. არადა ეს ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კანონდარღვევაა, განსაკუთრებით ტურისტებს შორის.

10. სამხრეთ კორეა
სამხრეთ კორეაში ერთობ სპეციფიკური კანონი მოქმედებს. ადგილობრივ პოლიციელებს ეკრძალებათ ქრთამის აღების ფაქტის დაფარვა. ანუ ავტომფლობელებისგან ქრთამის აღება შეიძლება, ამ ფაქტის დამალვა – არა.

11. თურქმენეთი
რამდენიმე წლის წინ მიღებული კანონის მიხედვით, ქვეყანაში იკრძალება ყველა ავტომობილი, რომელიც თეთრი ფერის არაა. თუკი პოლიცია სხვა ფერის ავტომობილს იპოვის, მაშინვე საჯარიმო სადგურზე გაგზავნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები