LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძღოლის 5 მავნე ჩვევა, რომელიც ავტომობილს “კლავს”

173

ექსპერტებმა ხუთი ყველაზე მავნე თვისება დაასახელეს, რითიც ავტომფლობელები თავიანთ ავტომობილებს უბრალოდ „კლავენ“. ყველა ეს მოქმედება შესაძლოა საკმაოდ ძვირადღირებულ რემონტად გადაიქცეს.

პირველ ადგილზე ექსპერტებმა სიჩქარეების უხეში გადართვა დააყენეს, რასაც გადაცემათა კოლოფის დაზიანება შეუძლია. განსაკუთრებით პრობლემურად კი ჯერ კიდევ მოძრავი ავტომობილის პირველი სიჩქარიდან უკანა სვლაში გადართვა დაასახელეს. შემდეგი გაუხურებელი ძრავით მკვეთრი სტარტი გახლავთ. თუკი ზაფხულში ეს ფაქტი არც ისეთი საშინელებაა, ზამთარში შესაძლოა ძრავის კაპიტალური რემონტი გახდეს საჭირო.

მესამე პოზიციაზე უქმი სვლით სიარულია, რადგან ეს მავნეა ძრავისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს საწვავის ეკონომია ხდება.

მეოთხე ადგილი დაიკავა ჩვევამ, როდესაც ფეხი მუდმივად გადაბმულობის სატერფულზეა და ამით მძღოლები მუდამ მზად არიან სიჩქარის შესაცვლელად.

და ბოლოს, მავნე ჩვევების ჩამონათვალს ავტომობილის ტვირთამწეობის ზღვარის დარღვევა ასრულებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები