ბრიტანელმა მძღოლმა უელსის მთავრობას სასამართლო პროცესი მოუგო და გზაზე არსებული დაზიანების გამო მას 1,1 მილიონ ევროს გადაუხდიან. 2018 წელს დაწყებული სასამართლო პროცესი როგორც იქნა დასრულდა.
5 წლის წინ გაერთიანებული სამეფოს მკვიდრი ავარიაში მოხვდა იმის გამო, რომ გზაზე დიდი ღრმული იყო. ავტო საგზაო შემთხვევის დროს მძღოლმა საკმაოდ სერიოზული ტრავმები მიიღო და ამიტომ სასამართლოში გადაწყვიტა წასვლა. აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა როცა ბრიტანეთის მაცხოვრებელი მთავრობას უხარისხო გზების გამო უჩიოდა.
თუმცა, 1,1 მილიონი ევრო მსგავსი სარჩელისთვის გადახდილი ყველაზე დიდი თანხაა. ბრიტანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ბოლო წლებში ცუდი გზების გამო ათობით მოქალაქე დაზარალდა. ამასთან, 2018 წელს ადგილობრივებმა 11 სარჩელი შეიტანეს და აქამდე ყველაზე დიდი კომპენსაცია მხოლოდ 1000 ევრო იყო.