LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძღოლმა რომლის სისხლშიც ალკოჰოლის დონე დაშვებულზე 4-ჯერ მეტი იყო, ჯარიმის გაუქმებას მიაღწია

111
_მძღოლმა რომლის სისხლშიც ალკოჰოლის დონე დაშვებულზე 4-ჯერ მეტი იყო, ჯარიმის გაუქმებას მიაღწია

ბელგიის მკვიდრმა, რომლის ორგანიზმიც ალკოჰოლს გამოიმუშავებს, ჯარიმის გაუქმებას მიაღწია. საქმე ისაა, რომ 40 წლის მამაკაცი ავტომობილის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართვის გამო დააკავეს.

მძღოლს ბოლო დრომდე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ე.წ. “ავტოლუდსახარშის სინდრომით“ იყო დაავადებული. ეს არის ძალიან უნიკალური დაავადება, რომელსაც ნაწლავის დუღილის სინდრომსაც უწოდებენ. იშვიათი მდგომარეობა ენდოგენური დუღილის შედეგად საჭმლის მომნელებ სისტემაში ეთანოლის ინტოქსიკაციური რაოდენობის ზრდას იწვევს. ამ სინდრომის გამო დაავადებულის სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია ყოველთვის ნორმაზე მაღალია, მაშინაც კი როცა მას სპირტიანი სასმელი საერთოდ არ მიუღია.

2019 წელს ბელგიელი მძღოლი დააჯარიმეს და დროებით მართვის მოწმობაც ჩამოართვეს. მისი თქმით, ამ დღეს მას ალკოჰოლი საერთოდ არ მიუღია. 2022 წელს იგივე მძღოლი პოლიციამ ისევ გააჩერა. ალკო ტესტერმა აჩვენა, რომ ალკოჰოლის კონცენტრაცია დაშვებულ დონეს 4-ჯერ აჭარბებდა. იგივე განმეორდა ერთი თვის შემდეგ ჩატარებული შემოწმების დროსაც.

სასამართლო პროცესზე ბელგიელის ადვოკატმა წარადგინა 3 სხვადასვხა ექიმის დასკვნა, სადაც ისინი უნიკალურ სინდრომზე საუბრობდნენ. მოსამართლემ აღიარა, რომ ამ შემთხვევაში მოქმედებდა ფაქტორი, რომელიც კანონით არ იყო გათვალისწინებული და ბრალდება მოხსნა.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები