LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძღოლს დახატული გვირაბი ნამდვილი ეგონა და კედელს შეეჯახა

108
ქირიას NEWS შაბლონი

გლაზგოში ავტომობილი დაეჯახა კედელს, რომელიც ისე იყო მოხატული, რომ გვირაბის შესასვლელს ჰგავდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ავარია 3 მაისს მოხდა. კედელზე დიდი შავი გამოსახულება და გრაფიტი იყო დატანილი, რამაც სოციალურ ქსელებში მომხმარებლების ნაწილი დააფიქრა, რომ მძღოლს ის შესაძლოა გვირაბის შესასვლელად მიეღო.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მივიდნენ. Scottish Fire and Rescue Service-ის ინფორმაციით, ავტომობილი Shieldhall Road-ის მონაკვეთზე კედელს დაეჯახა, რის შემდეგაც ტერიტორია უსაფრთხოების მიზნით დროებით გადაკეტეს.

ადგილობრივ სოციალურ ქსელებში შემთხვევას ბევრი მომხმარებელი ფილმის Looney Tunes-ს სცენებს ადარებდა, სადაც პერსონაჟები ხშირად დახატულ გვირაბებში შეღწევას ცდილობდნენ. თუმცა, ზოგიერთი ადგილობრივი აღნიშნავს, რომ მძღოლმა, სავარაუდოდ, უბრალოდ კონტროლი დაკარგა და კედლის მოხატულობას ავარიასთან პირდაპირი კავშირი შესაძლოა არც ჰქონოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები