მძღოლთა 86% ავტომობილის ფერს არასწორად ირჩევს. კომპანია Nissan-ის სპეციალისტებმა ჩაატარეს მასშტაბური კვლევა და დაადგინეს, რომ ავტომფლობელთა უმრავლესობა ფერის შერჩევისას თავის ხასიათსა და ინდივიდუალურობას ვერ ითვალისწინებს. მაშინ როცა, ავტომწარმოებლები ფერთა განსხვავებულ და მართლაც მრავალფეროვან გამას ქმნიან, მყიდველები მაინც კონსერვატიულები რჩებიან და უპირატეობას თეთრ, შავ ან ვერცხლისფერ შეფერილობას ანიჭებენ. სწორედ ამიტომ, Nissan-მა მძღოლთა დასახმარებლად შექმნა ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც სწორი ფერის არჩევას ბევრად გაამარტივებს. ხოლო, თუ როგორ მუშაობს აპლიკაცია, ამის გაგება კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.