LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მძინარე მზეთუნახავი ვარ, მიყვარს დილით ძილი”- სოფო ბედია

130
page

რადიოს „არ დაიდარდო“ დილის ეთერის სტუმარი მომღერალი სოფო ბედია გახლდათ. მომღერალმა დილის რუტინაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, გულშემატკივარს ახალი სიმღერაც დაუანონსა.

-სოფო, როდის იწყება შენი დილა ?

-მძინარე მზეთუნახავი ვარ, მიყვარს დილით ძილი, რადგან ძალიან გვიან ვიძინებ. წლებია ასეთი რეჟიმი მაქვს, რაც არც ისე კარგია. ყოველთვის ვცდილობ ადრე დავიძინო და ადრე გავიღვიძო,  მაგრამ ვერ ვახერხებ.

-გუშინ თქვენი მეუღლის დაბადების დღე იყო. როგორ აღნიშნეთ იუბილე? 

-დაბადების დღე ოჯახურ წრეში აღვნიშნეთ, მაგრამ გუშინ წინ სიურპრიზი მოვუწყვე და მეგობრების წრეში აღვნიშნეთ, 12 საათზე მისთვის მოულოდნელად შემოვიდნენ მეგობრები ტორტით და შუშხუნებით.

-როგორია შენი დილის რუტინა და თუ არის ნივთი, რომლის გარეშეც სახლს არ ტოვებ? 

-ყველა ქალისთვის მთავარია მოწესრიგდეს და ისე გავიდეს სახლიდან, სხვაგვარად არასდროს გავსულვარ გარეთ. სულ თან მაქვს ტელეფონი და საფულე.

-სოფო, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?

-არ ვჩერდები, სულ ვარ აქტიურ რეჟიმში, ვწერ ახალ სიმღერებს. ვმუშაობ სიმღერებზე, რომლებიც სპეციალურად ჩემთვის იწერება. არ ვიმჩნევ პანდემიას, როდესაც შენი საქმე გიყვარს ყველაფერი უნდა გადადო, რაღაც უნდა მოიკლო ცხოვრებაში, რომ შენს პროფესიას ზარალი არ მიადგეს. ძალიან მაგარი „ტანგო“ მაქვს, რომელიც კაკი ბოლქვაძეს ეკუთვნის, ტექსტი არის ნანა ცინცაძის, არანჟირება ცირა ბზიშვილის გახლავთ. ძალიან მალე მოისმენს ამ სიმღერას ჩემი გულშემატკივარი.

ვიდეო: “ჩემს ბუციკოს… მინდა დიდხანს მყავდე იუმორით სავსე, როგორიც ხარ…” – როგორ ულოცავს სოფო ბედია მეუღლეს, მიშა მესხს იუბილეს

სოფო ბედია: „ის, რომ 2018 წლიდან 2021 წლამდე 13 000 ლარი მაქვს აღებული სენაკის მუნიციპალიტეტიდან, მტკნარი სიცრუე და ტყუილია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები