LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე-20 საუკუნის ყველაზე რთული ავტომოგზაურობა

135
Trans20Asiatic20Harrdat20Cintrogen20Expedition

ამ მოგზაურობას იმის გამო, რომ აზიის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, „ყვითელი რეიდი“ უწოდეს.
კომპანია „სიტროენის“ ორგანიზებით გადაწყდა, რომ აზია დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით გადაეკვეთათ და გზად სამეცნიერო გამოკვლევები ეწარმოებინათ. მარშრუტი 12,5 ათას კილომეტრს შეადგენდა და „სიტროენის“ ხელმძღვანელი ჟან მარი ჰაარდტი მეთაურობდა. მარშრუტი საბჭოთა კავშირის ტერიტორიასაც მოიცავდა, მაგრამ მთავრობამ მონაწილეებისათვის ვიზების გაცემაზე უარი განაცხადა. მოგზაურებს გეგმების შეცვლა მოუხდათ. ერთი ჯგუფის ნაცვლად ორი დაკომპლექტდა.

სტარტის შემდეგ ერთი ნაწილი ბეირუთიდან ჩინეთში გაემართა, მეორე კი მის შესახვედრად. შეხვედრა ტიანშანის ცენტრში დანიშნეს. ბეირუთის ჯგუფმა მარშრუტის პირველი ნაწილი ადვილად გაიარა, მაგრამ მალე პრობლემებიც დაეწყოთ. მათ არ ჰქონიათ ზუსტი რუკა. ამიტომ გზის გაკვლევა თავად უწევდათ. განსაკუთრებული სირთულე ავღანეთში შეხვდათ. მძღოლები დღეში 12 საათი 50-გრადუსიან სიცხეში მიდიოდნენ. დღე-ღამეში მხოლოდ 8 კილომეტრის დაფარვას ახერხებდნენ. ბოლოს ავტომობილის მართვა ვეღარ შეძლეს და გზა ფეხით განაგრძეს.

უარეს მდგომარეობაში ჩავარდა მეორე ჯგუფი. ჩინეთში ამ დროს სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა და მოგზაურები ტყვედ აიყვანეს. მათი ბედით დიპლომატები დაინტერესდნენ და შეძლეს კიდეც მათი განთავისუფლება. საბოლოოდ, ორივე ჯგუფი ერთმანეთს ჩინეთში შეხვდა და გზა ავტომობილებით განაგრძეს.

მოგზაურობა 1932 წელს დასრულდა. საფრანგეთში დაბრუნებულ „ყვითელი რეიდის“ მონაწილეებს მიღება სორბონის დიდ დარბაზში მოუწყვეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები