LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე მას საჩუქარს გავუკეთებ: არგენტინელ ფეხბურთელს სურს ქალიშვილს სახელი მესის პატივსაცემად დაარქვას

125
download

„ფლუმინენსეს“ არგენტინელი თავდამსხმელი ხერმან კანო ამბობს, რომ ქალიშვილს ლიონელას დაარქმევს ლიონელ მესის და მისი მეუღლის ანტონელა როკუცოს საპატივსაცემოდ.

35 წლის კანო და მისი ცოლი როსიო ოტერო მეორე შვილს ელოდებიან, მათ უკვე ჰყავთ ბიჭი ლორენცო.

კანომ ამასწოინ ESPN-თან ინტერვიუში თქვა:

„სახელის შერჩევაში ვართ. მე მომწონს ლიონელა. ჩემმა ცოლმა ორსულობაზე შეიტყო, როდესაც არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მე მაშინ ვთქვი: მოდი, ავიღოთ სახელი „ლიო“ ლიონელის და „ნელა“ ანტონელას საპატივსაცემოდ. ვფიქრობ, როსიო დათანხმდება. საჩუქარს გავუკეთებ ლეოს“.

ვნახოთ აბა დააფასებს თუ არა მესი?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები