– ფეხბურთის თამაში მარტივია, მაგრამ მარტივი ფეხბურთის თამაში – ძალიან რთული;
– თამაშში მხოლოდ ერთი ბურთია და ის შენ უნდა გქონდეს;
– თამაშის ხარისხი შედეგის გარეშე უაზრობაა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი;
– რომ მინდოდეს გაიგო, მაშინ უკეთ აგიხსნიდი;
– რატომ არ შეიძლება უფრო მდიდარი გუნდის მოგება? არასოდეს მინახავს, რომ ფულის ტომარას გოლი გაეტანოს;
– ყველა ნაკლს თავისი უპირატესობა აქვს;
– ვინმეზე სწრაფად სირბილს თუ დავიწყებ, ისე გამოჩნდება, რო მე უფრო სწრაფი ვარ;
– ტექნიკა – ეს არ არის ბურთით ჟონგლირების უნარი. ვარჯიშით ამას ყველა მიაღწევს. მერე კი ცირკში გამოვა;
– თუ მოგება არ შეგიძლია, გააკეთე ყველაფერი, რომ არ წააგო;
– ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ბურთი მეტოქის ყველაზე ცუდმა მოთამაშეებმა მიიღონ. ასეთ დროს ბურთს მალევე დავიბრუნდებთ;
– რაღაც გაგებით, მე ალბათ უკვდავი ვარ