LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერები ხელოვნურ ინტელექტს სხვადასხვა მოწყობილობების სამართავად გამოიყენებენ

107
მეცნიერები ხელოვნურ ინტელექტს სხვადასხვა მოწყობილობების სამართავად გამოიყენებენ

მალტის უნივერსიტეტის ბიომედიცინის კიბერნეტიკის ცენტრის მეცნიერები მუშაობენ ტექნოლოგიის გაუმჯობესებაზე, რომლის წყალობითაც გონებით მოწყობილობების მართვა შესაძლოა რეალური გახდეს.

ეს ტექნოლოგია ცნობილია სახელით, როგორც „ტვინი–კომპიუტერი“. მისი საშუალებით უნარშეზღუდულ ადამიანებს, რომლებსაც აღარ შეუძლიათ მეტყველება მძიმე ინსულტის ან სრული პარალიზების შემდეგ,  საუბრის შესაძლებლობა ეძლევათ. სპეციალური ნეირო იმპლანტი ქირურგიული ოპერაციის დროს პირდაპირ ტვინში თავსდება, შემდეგ კი ის კითხულობს ტვინის აქტივობას და შესაბამისი ბრძანდება ეკრანზე გამოაქვს.

ამ პროცედურას სერიოზული მინუსი აქვს – ინვაზიურობა, ანუ უცხო საგნის შეყვანა ისეთ მგრძნობიარე ზონაში, როგორიცაა ადამიანის ტვინი. ერთი მხრივ, სწორედ ამის წყალობით სისტემა მაღალი სიზუსტით კითხულობს ტვინის იმპულსებს. მეორე მხრივ, ასეთმა ოპერაციამ შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ამიტომ ეს პროცედურა ფართოდ არ გავრცელებულა.

არსებობს ალტერნატიული ტექნოლოგიაც – როცა სენსორი უბრალოდ  კანის ქვეშ, თავზე თავსდება. თუმცა მასაც სერიოზული მინუსი აქვს: სიგნალები კანიდან სუსტად გადის და მნიშვნელოვნად იკარგება.

მალტელი მეცნიერები ახლა სწორედ ამ პრობლემაზე მუშაობენ. ხშირ შემთხვევაში სენსორი ტვინის სიგნალებს სწორად ვერ იგებს და დამახინჯებულად გადასცემს, რადგან მეტყველებისა და სმენის უბნები ტვინში გადაკვეთილია. სენსორს „არ ესმის“, საიდან მოდის სიგნალი – შიგნიდან თუ გარედან. სწორედ ამიტომ, მეცნიერების ჯგუფი ამ მოწყობილობისთვის მანქანური სწავლების სისტემას ქმნის.

მკვლევრები ასევე სწავლობენ ფონური ხმაურის – მაგალითად, მუსიკის – უარყოფით გავლენას და იმას, თუ როგორ შეიძლება მისი შემცირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები